გია აბაშიძე: ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
407 28 სექტემბერი 2024, 15:42

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე ცესკოს გამოხმაურებას აფასებს.

ანალიტიკოსის თქმით, არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს.

„ანტისახელმწიფოებრივი გარე დაკვეთების შემსრულებლებს, მათ შორის ე.წ.პრეზიდენტს, „ქვესტი“ აქვთ გამოცხადებული თუ ვინ უფრო მეტად, უარგუმენტოდ შეუტევს ცესკოს.

უსამშობლო სალომე ზურაბიშვილის ოფისი საარჩევნო ადმინისტრაციას ადანაშაულებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას „კანონმდებლობის დარღვევაში“. არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს და იმიტომ!

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, კანონმდებლობასთან შესაბამისად, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა.

ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ.
რა ფუჭია დემოკრატიაზე მანქურთების შტურმი.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი