ლევან ნიკოლეიშვილი - ნიკა გვარამია არჩევნების ჩატარების „ახალ“ მოდელს გვთავაზობს, რა საჭიროა ცესკო და მის მიერ გამოცხადებული შედეგები, მთავარია ხალხი რას ვფიქრობთო - როგორც ჩანს, ორის კი არა სამი კურდღლის დაჭერა სურს სალომე ზურაბიშვილის გარეთ გამოშვებულ გვარამიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 30 სექტემბერი 2024, 11:59

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნა, რომ „რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? მთავარია, ხალხი რას გრძნობს“ 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ხალხი რომ მხარს უჭერდეს ასეთ ტუტუცობებს არ იტყოდნენ.

„ჩვენი უცხოელი "მეგობრების" ერთ-ერთი იმედი ნიკა გვარამია არჩევნების ჩატარების "ახალ" მოდელს გვთავაზობს-რა საჭიროა ცესკო და მის მიერ გამოცხადებული შედეგები, მთავარია ხალხი (ჩვენ-ო) რას ვფიქრობთო! ოჰო, როგორც ჩანს, ორის კი არა სამი კურდღლის დაჭერა სურს, სალომე ზურაბიშვილის გარეთ გამოშვებულ გვარამიას -1. ხალხი ჩვენ ვართო; 2. ცესკო რაში გვჭირდება, ამ ინსტიტუტს ხომ ისედაც არ ვენდობითო და 3. მხარს თუ დაგვიჭერთ რევოლუციისთვის მზად ვართო. ახლა კი ამ მავნებელს უნდა შევახსენოთ, რომ უცხოელების მხარდაჭერა გაქვთ, რომელსაც არც ისინი მალავენ და არც თქვენ...მაგრამ ხალხის რა მოგახსენოთ, ხალხი რომ მხარს გიჭერდეთ ასეთ ტუტუცობებს არ იტყოდით...თუმცა საბოლოო პასუხს 26 ოქტომბერს ისევ ხალხისგან მიიღებთ!,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი