ლევან ნიკოლეიშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ 12 წელი გავიდა, რაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 01 ოქტომბერი 2024, 13:01

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ 12 წელი გავიდა, რაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება! ჩვენს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის დაწერაში ცხადია განუზომელი როლი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსა და ქართველი ხალხს,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, სულ ცოტა დრო რჩება 26 ოქტომბრამდე, ასევე ისტორიულ თარიღამდე, დღემდე როდესაც ყველას უნდა დავანახოთ მტერსაც და მოყვარესაც, შინაურსაც და უცხოელსაც, რომ თავისუფლება, რომელიც 1 ოქტომბერს დაიბრუნა საქართველომ, ასე ადვილად არ დათმობს ქართველი ხალხი და ასევე ღირსეულად გაიმარჯვებს.

„2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ 12 წელი გავიდა, რაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება! ჩვენს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის დაწერაში ცხადია განუზომელი როლი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსა და ქართველი ხალხს.

თუმცა, ერთმხრივ რაოდენ სამწუხაროა, რომ მაშინ მის გვერდით მყოფთაგან ზოგიერთმა თავისუფლების იდეისაგან გადაუხვია, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა მისთვის ჩვეულ, ანგარების, პირადი გამორჩენისა და უცხოელი ბატონების ყურმოჭრილ უღირს სამსახურს დაუბრუნდა. ამავდროულად და საბედნიეროდ ბევრი ისევ სამშობლოს სამსახურშია, ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობითა და სტაბილურობით განვითარების გზაზე ღირსეული სვლა განაგრძოს.

სულ ცოტა რჩება 26 ოქტომბრამდე, ასევე ისტორიულ თარიღამდე, დღემდე როდესაც ყველას უნდა დავანახოთ მტერსაც და მოყვარესაც, შინაურსაც და უცხოელსაც, რომ თავისუფლებას, რომელიც 1 ოქტომბერს დავიბრუნეთ, ასე ადვილად არ დავთმობთ და აუცილებლად ღირსეულად გავიმარჯვებთ!“- წერს facebook-ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი