გია აბაშიძე მიხაელ როთის საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე: მაინც ვერაფერი უშველით რევანშისტებს - ვერც ბერლინის, ვერც ვაშინგტონის და ვერც ბრიუსელის ღია და თავხედური ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 02 ოქტომბერი 2024, 10:18

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიის პარლამენტის წევრის მიხაელ როთის საქართველოს წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საინტერესოა რომელ მეგობრულ ანდა დემოკრატიულ სტანდარტში ჯდება ანტიქართველი ბუნდეს-დეპუტატის, მიხაელ როთის ე.წ. დახმარება ქართველი ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის დახმარებაში?!

მისივე თქმით, პოლიტტექნოლოგიური ქარაფშუტობაა აგენტოკრატიის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ.

„რომელ მეგობრულ ანდა დემოკრატიულ სტანდარტში ჯდება ანტიქართველი ბუნდეს-დეპუტატის, მიხაელ როთის ე.წ. დახმარება ქართველი ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის დახმარებაში?!

არჩევნებში უცხო ქვეყნების მოქალაქეების მონაწილეობა დაშვებული რომ ყოფილიყო, პოლიტიკურად "ობიანი" ნაცპოლიტიკანების ნაცვლად, მათ სიებში ვიხილავდით
ქართველთმოძულე დასავლელ პოლიტიკურ აქტორებს.

მაინც ვერაფერი უშველით რევანშისტებს - ვერც ბერლინის, ვერც ვაშინგტონის და ვერც ბრიუსელის ღია და თავხედური ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და ვერც საოხუნჯო "შეშფოთება-სანქციობანა".

თაღლითი ხაზარაძის ერთ-ერთი სახლის მდგმური, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კი ამ დრომდე სამარცხვინო დუმილის უფლებას იყენებს იმაზე ჰქონდა თუ არა ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილს უფლება პოლიტიკური კამპანია გაემართა მის ქვეყანაში.

პოლიტტექნოლოგიური ქარაფშუტობაა აგენტოკრატიის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. ნაცრევანშისტების საარჩევნო დაწინაურება მეგა უტოპიაა“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი