დავით ჩიხელიძე: „ნაცმოძრაობა“ თანხის მობილიზებას ახდენს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არეულობას მოხმარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
460 05 ოქტომბერი 2024, 12:42

ექსპერტ დავით ჩიხელიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თანხის მობილიზებას ახდენს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არეულობას მოხმარდება. 

ჩიხელიძის თქმით, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო არ აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს მინიმალური რეკლამა, აქტივობები და ა.შ.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ თანხის მობილიზებას ახდენს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არეულობას მოხმარდება! სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო არ აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს მინიმალური რეკლამა, აქტივობები და ა.შ. რისი მიზეზიც თანხის დაზოგვა და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მზადება წარმოადგენს.ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საკუთარ რევოლუციურ გეგმებს არც მალავენ, მათ წევრებს ზოგჯერ სიმართლე წამოსცდებათ ხოლმე, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ პეტრე ცისკარიშვილის და ხატია დეკანოიძის ბოლო განცხადებები, ცისკარიშვილი: "უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. მათ შორის ქუჩაც, აბა, სახლებში ხომ არ დავსხდებით!?"

დეკანოიძე: "მათთვის(ქართული ოცნება) სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან" აღნიშნული განცხადებები ირიბი მტკიცებულებაა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც არა არჩევნებზე არამედ რევოლუციაზე გადის.ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა, მას შემდეგ 21 წელი გავიდა, მაგრამ ამ მარგინალურმა ძალამ, პროგრესი ვერ განიცადა, ისინი კვლავ რევოლუციაზე ფიქრობენ, რადგან არ აქვთ ელექტორალური მხარდაჭერა. მაგრამ ავიწყდებათ ის მოცემულობა რაც 2003 და 2024 წელს გვაქვს, დღეს ქართველი ხალხი საგრძნობლად არის გაზრდილი, საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს, ოპოზიციის რეიტინგი კი კრიტიკულად დაბალ დონეზე იმყოფება!“, - აცხადებს ჩიხელიძე. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი