ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 05 ოქტომბერი 2024, 19:42

ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.

მისივე თქმით, პრევენციის ბევრი საშუალება არსებობს.

„ერთი - მთავარია დიდი აქტიურობა, რომ დაფიქსირდეს აზრი, რა გვინდა ჩვენ და რისკენ მივისწრაფვით. მეორეა, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა მაქსიმალურად და მკაცრად უნდა აღასრულონ კანონი. ანუ, ყველა ვარიანტში, თუკი იქნება რაიმე არეულობის მცდელობა, უკანონო ქმედებების მცდელობა, უნდა იყოს აღკვეთილი, კანონის ფარგლებში, თავისთავად, ცხადია და არავისზე მორიდება არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. მესამე, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება.

აქ კიდევ არის ერთი მთავარი რამ, რომ ბევრი ადამიანი უკვე მიხვდა, რომ ევროკავშირით მანიპულირება და შანტაჟი არ იძლევა უკვე იმ შედეგებს, ვინაიდან ხალხი თვალნათლივ ხედავს, რომ ეს ყოფილა ყალბი პოსტულატი, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან და გვპირდებიან იმას, რასაც ვთქვათ, ჰპირდებიან იგივე უკრაინასა და მოლდოვას. უკრაინა რა დღეშია, როგორ მდგომარეობაშია და ამავდროულად ეუბნებიან, რომ უკრაინა თითქოსდა ნაბიჯით წინ არის ევროკავშირისკენ, ეს ხომ სისულელეა. როგორ შეიძლება ასეთი რამ შესთავაზო ქვეყანას, რომელსაც, შენ, ვთქვათ, თუნდაც პარტნიორს ეძახი. როგორ შეიძლება, რომ არ გაითვალისწინო თუნდაც, მთელი სერიოზულობით ვიძახი, საქართველოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული მნიშვნელობა და ასე მოეპყრო შენს ჭკუაზე, როგორც შენ მოგინდება. ეს არ გამოვა. ისტორიულად ამის ბევრი მცდელობა გვქონია, სხვადასხვა სახელმწიფოებს და ყოველთვის გავუძელით ჩვენ ამას და ამ შემთხვევაშიც გავუძლებთ. ამისთვის არის საჭირო ერთიანობა, ხელისუფლების, საზოგადოების კონსოლიდაცია და კანონის მთელი სიმკაცრით მოქცევა იმ ადამიანებზე, რომლებიც თუ დააპირებენ და ზღვარს გადავლენ“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი