ეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკის განცხადება მაფიქრებინებს, რომ გამეორდება ის მანიპულაცია და სპეკულაცია, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 08 ოქტომბერი 2024, 10:13

პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღეს გაკეთებულ განცხადებას „მომავალ დღეებსა და კვირებში საქართველოს საკითხს ევროპარლამენტი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები განიხილავს - ეს კარგი ნიშანი არ არის“ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ ელჩის განცხადება არის მცდელობა ოპოზიციის მაგივრად აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია.

მისივე თქმით, თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ეს შეფასდება, როგორც პოლიტიკური და უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

„ელჩის განცხადება მაფიქრებინებს,რომ გამეორდება ის მანიპულაცია და სპეკულაცია, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. როგორც ჩანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გახსნას, ისევ და ისევ გამოიყენებენ იარაღად.

როდესაც საქართველოს პირველ შემთხვევაში სტატუსი არ მიანიჭეს, გვახსოვს, როგორი დიდი მღელვარება მოჰყვა ამ ამბავს ხალხში. თუმცა შემდგომში, როგორც კი დარწმუნდა ჩვენი მოსახლეობა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მღელვარება ჩაცხრა. სწორედ ანალოგიური ქმედების განხორციელებას ველოდები ახლაც.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა იქნება მძლავრი იარაღი საქართველოს მოსახლეობის დაშინების და შანტაჟისათვის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დაშინება და შანტაჟი საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედებს. მათი ასეთი ქცევით საქართველოს მოსახლეობა კიდევ მეტად ღიზიანდება და მათთვის უფრო ნათელი ხდება რეალური სურათი.

ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება არის მცდელობა ოპოზიციის მაგივრად აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. ხვდებიან, რომ ოპოზიცია განწირულია მარცხისათვის და ყველანაირი ხერხით ცდილობენ მათ დახმარებას.

თუ იქნება რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ეს იქნება აბსოლუტურად პოლიტიკური და უსაფუძვლო გადაწყვეტილება. ეს იქნება მცდელობა, საკითხი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ, ხალხი დააშანტაჟონ და შეაშინონ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს კონტრპროდუქტიულად მოქმედებს ხალხზე და მათ განაწყობს იმისათვის, რომ არ გამოაყენებინონ თავი იარაღად. ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ გარე ძალებმა მოახდინონ მათ არჩევანზე ზეგავლენა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი