ზურაბ ქადაგიძე რობინ დანიგანის განცხადებაზე: რაო, ქალბატონო ელჩო, მიხვდით რამხელა ორმოში ჩაგივარდათ ფეხი?! შეიძლება არა, აუცილებლად „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და ძალიან დიდი ანგარიშით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
436 09 ოქტომბერი 2024, 21:54

„რაო, ქალბატონო ელჩო, მიხვდით რამხელა ორმოში ჩაგივარდათ ფეხი?! შეიძლება არა, აუცილებლად „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და ძალიან დიდი ანგარიშით,“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს, ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს“.


ქადაგიძე დანიგანს მიმართავს, დააოკოს არასამთავრობოები, გავლენის ბენეფიციარები, რადიკალები და მოდუნება ურჩიოს მათ, რათა ადვილად შეეგუონ არჩევნების შედეგებს.


„მისალოცი ამბავია, ნოდარა მელაძისთვის ჩამოურთმევიათ „აიტიშნიკობა”… რაო, ქალბატონო ელჩო, მიხვდით რამხელა ორმოში ჩაგივარდათ ფეხი?! შეიძლება არა, აუცილებლად „ქართული ოცნება” მოიგებს არჩევნებს და ძალიან დიდი ანგარიშით.


შეგიძლიათ დააოკოთ თქვენი არასამთავრობოები, გავლენის ბენეფიციარები, რადიკალები და მოდუნება ურჩიოთ, ადვილად რომ შეეგუონ არჩევნების შედეგებს. მადლობა, ნახვამდის!,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი