ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 11 ოქტომბერი 2024, 23:23

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.

„ეუთო/ ოდირის დასკვნას რომ წაიკითხავ ცოტა შეიძლება დაიბნე კიდეც: საარჩევნო გარემო მშვიდი და თავისუფალიაო, ცესკომ რეფორმები გაატარა და ძალიან კარგად მუშაობსო, მაგრამ ...მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაინც არ მოსწონთ თურმე... აი, აქ იწყება მთავარი და ცოტა კომიკურიც: გამჭირვალობის კანონი ისევ არ გაუქმებიათო, პარტიები ერთმანეთს ებრძვიანო და ასე შემდეგ. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს, იფიქრეს და ძველ "ჩვენებას" მიაწვნენ. ...არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი