თამთა მეგრელიშვილი: არაერთი საინტერესო კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან შეინიშნება დარწმუნებულობის მაღალი ხარისხი სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ. ამ ყოველივეს დასტურია ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 12 ოქტომბერი 2024, 15:31
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IPSOS-ის კვლევის ავტორის, პროფესორი იან ვან დაიკის საქართველოს შესახებ შეფასებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს". მეგრელიშვილის თქმით, ამ მიმართულებით გატარებული რეფორმების მიზნობრიობასა და დადებით შედეგებზე საუბრობენ როგორც გარე აქტორები მაგალითად ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორი, პროფესორი იან ვან დაიკი, ასევე მოსამართლეები და მოსახლეობა რომელსაც უშუალოდ საქმიანი კვეთა ჰქონდა ამ ინსტიტუტთან.

„არაერთი საინტერესო კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან შეინიშნება დარწმუნებულობის მაღალი ხარისხი სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ. საზოგადოების უმრავლესობა აღიარებს, რომ ამ ინსტიტუტს ნამდვილად გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია გადაწყვიტოს მის წინაშე წამოჭრილი დავა და მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ღია მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო ამას გააკეთებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მარწმუნებლის მიერ გაზიარებული ღირებულებებისა და მისი ინტერესების შესაბამისად. ამ ყოველივეს დასტურია ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორის, პროფესორი იან ვან დაიკის სიტყვები- „ საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს". ამ მიმართულებით გატარებული რეფორმების მიზნობრიობასა და დადებით შედეგებზე საუბრობენ როგორც გარე აქტორები მაგალითად ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორი, პროფესორი იან ვან დაიკი, ასევე მოსამართლეები და მოსახლეობა რომელსაც უშუალოდ საქმიანი კვეთა ჰქონდა ამ ინსტიტუტთან. დღეს სასამართლოს აქვს უნარი და განზრახვა იყოს კომპეტენტური. შესაბამისად, საზოგადოება ენდობა სასამართლოს ღირებულებების თვალსაზრისითაც და დარწმუნებულია

მოსამართლეთა კეთილსინდისიერებაში. დღეს 2012 წლამდე პერიოდისაგან განსხვავებით მოსამართლეთა კორპუსი იზიარებს საზოგადოებაში მისაღებ პრინციპებს და მზად არიან მათი დაცვით მოემსახურონ საზოგადოების და არა გარკვეული ჯგუფების ინტერესებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი