გია აბაშიძე პიტერ ფიშერის განცხადებაზე: საქართველოს საქმეებში ასეთი უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ გვაკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან ფიშერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 14 ოქტომბერი 2024, 22:17

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ X-ზე დაწერილ პოსტს ეხმიანება, რომელმაც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ანა ლურმანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას „ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა“ უწოდა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ აკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი ფიშერი.

„საქართველოს საქმეებში ასეთი უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ გვაკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი ფიშერი.

გერმანელი დიპლომატი, პიტერი ფიშერი თბილისის მერ კახა კალაძისადმი ვითომ ცინიკური რეპლიკით არაფრით ჩამოუვარდება ქართველ ნაცპოლიტიკანთა ფუტლარობას.

ავტოგოლებს კი საკუთარ კარში თავად გერმანიის მყიფე სამთავრობო კოალიცია იტანს, რომელიც მისთვის არც ისე კომფორტულადაა არც საკუთარ ელექტორატში და არც საგარეო ასპარეზზე“, - წერს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს „კუბილიუსი კაბაში" უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი