დავით ჩიხელიძე: პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა - ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
543 14 ოქტომბერი 2024, 22:21

გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, მან ჩვეული რიტორიკით, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა, სამწუხაროდ, ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე გერმანიის ელჩის რიტორიკულ განცხადებას თბილისის მერ კახი კალაძის მიმართ, სიტყვებით - „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“.

მისივე თქმით, პიტერ ფიშერის შეფასება ავტოგოლთან დაკავშირებით არასერიოზულია და მის ქარაგმებით საუბარს, ღია საქმიანი დისკუსია სჯობს, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დიდი უპირატესობა ექნებათ, რადგან სიმართლე მათ მხარესაა.

„გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, მან ჩვეული რიტორიკით, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა, სამწუხაროდ ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში. ელჩის შეფასება ავტოგოლთან დაკავშირებით არასერიოზულია, ქარაგმებით საუბარს, ღია საქმიანი დისკუსია სჯობს, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს არის.

ელჩის კომენტარი კალაძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სრულიად უადგილო, დამამცირებელ განცხადებას მოჰყვა. ბატონო პიტერ, სხვისკენ თითის გაშვერამდე, უკან მიიხედეთ, აქვთ კი თქვენი გუნდის წევრებს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარების და დამრიგებლური ტონით საუბრის უფლება?

პ.ს. გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰუბერტ კნირში გახსოვთ? ჰუბერტი ნამდვილად საქართველოს მეგობარი იყო, რომელიც დიახ ქართველი ხალხის გვერდით იდგან რომელსაც მთავრობა წარმოადგენს, დღევანდელი ელჩი კი არა ქართველი ხალხის, არამედ ადამიანთა ვიწყო ჯგუფის გვერდით დგას“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი