ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე: რატომ ბედავს ამდენს? იმიტომ, რომ თავი პლანტატორი ჰგონია, 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყელყელაობა საქართველოში! ზურაბ ქადაგიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 14 ოქტომბერი 2024, 22:23

სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ, - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას - „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”, რომელიც მან სავარაუდოდ თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა.

ქადაგიძის განცხადებით, ფიშერი ამდენის უფლებას თავს იმიტომ აძლევს რომ თავი პლანტატორი ჰგონია და საქართველოს, როგორც საკუთარ საფეოდალოს, ისე უყურებს.

„ვატყობ, ეს და კიდევ რამდენიმე ამის კოლეგა ელჩი, ბომბეი-ლონდონის რეისს გაჰყვება სამშობლოში მალე. რატომ ბედავს ამდენს?
იმიტომ რომ თავი პლანტატორი ჰგონია და თავის პლანტაციაში, რასაც უნდა იმას კადრულობს. სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ. შენ გგონია, ბუნდესტაგის სამარცხვინო
წარმომადგენელი როთი, რომ ჩამოახირეთ აქ და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა დაგვავიწყდა?! შენ ერთი განცხადებაც კი არ გაგიკეთებია შენი ქვეყნის შემარცხვენლის ნაძირალობაზე.

26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყველას ყელყელაობა საქართველოში!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი