კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს'' ( ლელო ) აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერი მერაბ ქურიძე პარტიიდან წავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
424 19 ოქტომბერი 2024, 14:12

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს'' ( ლელო ) აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერი მერაბ ქურიძე პარტიიდან წავიდა, - საკუთარი გადაწყვეტილება მან სოციალური ქსელით აცნობა საზოგადოებას.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. რომლის თანახმადაც, ვტოვებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს"! არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო“ ვეღარ მალავს თავის რეალურ ზრახვებს და ჩემთვისაც უკვე ნათელია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი არამედ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა!! პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნების წინ, როდესაც საქართველოს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს საზოგადოების წინაშე ღიად განვაცხადო, ძლიერი საქართველოს მიზნების შესახებ, რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება დაუშვებელია! ახლა, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორ მხარეს დავდგეთ! რა თქმა უნდა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე! აჭარისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას კი ,,ძლიერი საქართველოსგან" დამოუკიდებლად განვაგრძობ", - წერს მერაბ ქურიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი