მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმე იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, უთხარით, რომ ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
371 22 ოქტომბერი 2024, 14:32

როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ ფეიკ თემად უნდათ რომ აქციონ. ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვ. თავად უკეთ მიხვდებიან…), - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

ის მიმართავს ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს, არავის გადასცენ პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და აიღონ საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ამ არჩევნების შედეგებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

„როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ ფეიკ თემად უნდათ რომ აქციონ.

ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვ. თავად უკეთ მიხვდებიან…).

ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ, ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, პირველ რიგში "ქართული ოცნების" აქტივს:

საერთოდ არაფერში გვჭირდება თუნდაც მცირე გადახვევაც კი კანონის ჩარჩოებიდან. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ! ამიტომ, თუკი ვინმე, ნებისმიერ დონეზე, იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ პირიქით, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.

რაც შეეხება ამომრჩეველს, მივმართავ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად:

რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს არჩევანზე! ამ არჩევნების შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, როგორც არასდროს!

თითოეული ხმა გადამწყვეტია და არავის მიცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენ არჩევანში!

ხვალ კი, საღამოს შვიდზე, გელოდებით თავისუფლებაზე რეალური თავისუფლებისთვის და ღირსეული, ტრადიციული, ქრისტიანული ევროპისთვის!
მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით,
კეთილდღეობით,
ევროპისკენ!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი