დავით ქართველიშვილი Financial Times-ის მიერ საქართველოში არეულობების მოწყობის შესახებ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაზე: გასაგები ხდება ვინ არის დაინტერესებული არეულობის ორგანიზებაში და დამატებითი აღიარებითი ჩვენება ზედმეტი არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 25 ოქტომბერი 2024, 16:04

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეტაკებები და არეულობა თითქმის გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამარჯვების მოლოდინშია. მთავრობაშიც და ოპოზიციურ ალიანსშიც აცხადებენ, რომ ორივე გამარჯვების გზაზე არიან და შეტაკება არჩევნების შედეგების გამო გარდაუვალია," - Financial Times-ის მიერ ამ შინაარსის მოწოდებაზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ აღნიშნული შინაარსის განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ აღნიშნული შინაარსი ფაქტობრივად იმეორებს შიდაამერიკულ ნარატივს, სადაც დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც დარწმუნებულები არიან თავიანთ გამარჯვებაში. თუმცა, ქართული რეალობა, კერძოდ, საზოგადოებაში დაპირისპირების ხარისხი, ექსპერტის აზრით, არ ჰგავს ამერიკაში არსებულ დაპირისპირებას.

„საქართველოს უკვე დაუფარავად აფრთხილებენ შესაძლო შეტაკებებისა და არეულობების შესახებ - ამაზე იუწყება Financial Times: „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეტაკებები და არეულობა თითქმის გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამარჯვების მოლოდინშია. მთავრობაშიც და ოპოზიციურ ალიანსშიც აცხადებენ, რომ ორივე გამარჯვების გზაზე არიან და შეტაკება არჩევნების შედეგების გამო გარდაუვალია".

საინტერესოა, რომ აღნიშნული შინაარსი ფაქტობრივად იმეორებს შიდაამერიკულ ნარატივს, რომელიც არაერთგზის შეგვხვედრია: "დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთდროულად არიან დარწმუნებული საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაში, არ აპირებენ ოპონენტის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების აღიარებას და პოსტსაარჩევნო შეტაკებები და არეულობა ქვეყანაში თითქმის გარდაუვალია".

ამ „ამერიკული" ტექსტის საქართველოზე ხელოვნური პროეცირება იმდენად შორსაა რეალობიდან, რამდენად შორსაა ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი „ამერიკული პოლარიზებისაგან". გარდა ამისა, ჩვენთან არ ცდილობენ კონკურენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას. თუმცა გაფრთხილებისთვის, Financial Times-ს კიდევ ერთი მადლობა. გასაგები ხდება ვინ არის დაინტერესებული არეულობის ორგანიზებაში და დამატებითი აღიარებითი ჩვენება ზედმეტი არ იქნება," - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი