საერთაშორისო დამკვირვებელი ულრიხ ზინგერი - ვფიქრობ, ეს არის თავისუფალი არჩევნები, შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, ასე რომ, არავის აქვს შესაძლებლობა, ვინმეს რამე აიძულოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
488 26 ოქტომბერი 2024, 18:01

ვფიქრობ, ეს არის თავისუფალი არჩევნები, ხმის მიცემის უფლება ყველას აქვს და შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, – ამის შესახებ გერმანიიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, ულრიხ ზინგერმა განაცხადა, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფება.

ულრიხ ზინგერის თქმით, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად, იძულების ფაქტიც არ გამოვლენილა, ვინაიდან, ზინგერის განმარტებით, ხმის ფარულად მიცემისას, შეუძლებელია, ვინმეს რამე აიძულო.

„ვფიქრობ, ვერავის აიძულებენ ხმის მიცემას და აქაც არავინ იყო ისეთი, ვისაც იძულებით ხმა მიაცემინეს, რადგან თქვენ გაქვთ ფარულად ხმის მიცემის შესაძლებლობა და ამ დროს არ არის შესაძლებელი, ვინმემ გაიძულოთ ხმის მიცემა“, – აღნიშნა ულრიხ ზინგერმა.

რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, ზინგერის შეფასებით, კარგი იქნება, თუ მსგავსი მეთოდი გერმანიაშიც დაინერგება, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ხმები ითვლება ორჯერ – აპარატისა და შემდეგ ადამიანების მიერ, რაც გაყალბების რისკს ხსნის.

„ვფიქრობ, გერმანიაშიც კარგი იქნება. ჩვენ გვაქვს ხელით დათვლა, როგორც ადრე თქვენც გქონდათ. ახლა თქვენ გაქვთ ორჯერ დათვლის შესაძლებლობა. ერთხელ ითვლება აპარატის მიერ, შემდეგ ისევ ადამიანების მიერ და არ არსებობს გაყალბების რისკი“, – განაცხადა ულრიხ ზინგერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი