ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.33% აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 27 ოქტომბერი 2024, 08:59

ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 54,24 პროცენტი აქვს (1 087 801 ხმა).

რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები ამ დროისთვის, ჯამში, 37.33 პროცენტს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.81% (216 691 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.07% (201 937 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.72% (174 921 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.73% (154 916 ხმა).


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
ცესკომ დაიწყო ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ასობით ტრენერის გადამზადებას მოიცავს
არქივი