„არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა ყველა წესისა და კანონის სრული დაცვით, ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ - საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი შეაფასეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 27 ოქტომბერი 2024, 09:40

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეფასებები გააკეთეს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, დაცული იყო ევროპული დემოკრატიული ღირებულებები და ყველაფერი წესების შესაბამისად ჩატარდა.

არჩევნებს 24700 ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.

„არჩევნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდობიანად და პრობლემების გარეშე ჩატარდა, ადგილობრივადაც ყველა პროცედურა დაცული იყო“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ბეატა ტროხანოვსკამ.

„დღეს ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამომრჩეველს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია, არც ძალადობის ინციდენტები ყოფილა. პროცესი პროფესიონალურად ჩატარდა და დაკმაყოფილდა ყველა რელევანტური რეგულაციის კრიტერიუმი“, - აღნიშნავს საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო.

„ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე იყო. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებს მრავალი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. ეს არჩევნებს სძენს სანდოობასა და გამჭვირვალობას, რაც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა კანდელა სოლ სივამ.

„ეს იყო არამხოლოდ ძალიან მშვიდობიანი პროცესი, არამედ ძალიან მოწესრიგებული თავისუფალი ა სამართლიანი“, - აცხადებს კიდევ ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
არქივი