2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა, ეუთო/ოდირის მოხსენება არის ამის ერთ-ერთი ფაქტობრივი დადასტურება - არჩეული ხელისუფლება ლეგიტიმურად გამოაცხადა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ხელისუფლება უფრო ახლოს მივა ევროკავშირთან!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 27 ოქტომბერი 2024, 15:56
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა, ეუთო/ოდირის მოხსენება არის ამის ერთ-ერთი ფაქტობრივი დადასტურება. ეუთო/ოდირმა არჩეული ხელისუფლება ლეგიტიმურად გამოაცხადა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ხელისუფლება უფრო ახლოს მივა ევროკავშირთან! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. 

მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებენ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც და მათი განცხადებები არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზები გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგზე.

„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა, ეუთო /ოდირის მოხსენება არის ამის ერთ-ერთი ფაქტობრივი დადასტურება. ეუთო/ ოდირმა არჩეული ხელისუფლება ლეგიტიმურად გამოაცხადა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ხელისუფლება უფრო ახლოს მივა ევროკავშირთან!

ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებენ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც.
მათი ამ განცხადებების მცირე ჩამონათვალი ასეთია: 

საერთაშორისო დამკვირვებელი ჰენრიკ ჩარნეცკი - "მინდა, მივულოცო საქართველოს, გუშინ ჩატარებული არჩევნები იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპის პოლიტიკური ოჯახისკენ";

საერთაშორისო დამკვირვებელი ლუპ ბომიე: "ახალი სისტემა გამოიყენა საქართველომ პირველად, რომელთა გამოყენებაზეც ჩატარდა დაკვირვება, მათ შორის ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან. ძალიან ცოტა ადამიანს ეპარებოდა ეჭვი მანქანების მუშაობაზე, ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც იყო ნორმალიზებული, გაკვირვებული ვიყავი. ერთსულოვნება იყო ამომრჩევლების და იგრძნობოდა, რომ მათ უნდათ ევროკავშირი";

საერთაშორისო დამკვირვებელი ხუან ანტონიო დელგადო რამოსი: "არჩევნები ჩატარდა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. მონაცემები მეტყველებს, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა გაიზარდა წინა არჩევნებთან შედარებით";
ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტი: 

"ჩვენ ვხედავდით, რომ მათ შეეძლოთ ამაზე მარტივი განმარტებების მიცემა. მათ მიიღეს ასევე ბევრი საერთაშორისო და ეროვნული დამკვირვებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ცესკო-მ უზრუნველყო ინფორმაციაზე წვდომა ონლაინ. მათთან შეხვედრისას ჩვენ დავინახეთ, რომ კონკრეტული ინფორმაციის პოვნა იყო ძალიან მარტივი. ასევე ვიხილეთ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის პროცედურის განხორციელება ხდებოდა მარტივად. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა იყო ქალი, რაც საარჩევნო პროცესის მართვაში ქალთა მონაწილეობის პოზიტიური მაჩვენებელია, რაც არის წახალისებული პრაქტიკა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების თვალსაზრისით";
საერთაშორისო დამკვირვებელი მარკ გერინი - "საქართველოს მხრიდან 26 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ სამაგალითო მომზადება, საარჩევნო პროცესი იყო ლიბერალური";

“აქტივობა მაღალი იყო და მოქალაქეები მობილიზებული იყვნენ, რომ ხმა მიეცათ,“ - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი, ანალიტიკოსი, ხორხე გონსალეზ გალარზა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
ეს და სხვა კიდევ ბევრი განცხადება არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ არჩევნები დადებითად ფასდება და მცირე ტექნიკური ხარვეზები გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგზე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი