eurasianet - საერთაშორისო არბიტრაჟის დავა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ვერ შეასრულა მის წინაშე დაყენებული მკაცრი მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1322 19 მაისი 2020, 10:55
„საერთაშორისო არბიტრაჟის დავა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ვერ შეასრულა მის წინაშე დაყენებული მკაცრი მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა, რასაც კომპანიის მხარდამჭერი კონგრესმენების მხრიდან მოჰყვა თბილისის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში“ - ნათქვამია eurasianet-ის სტატიაში რომელშიც საუბარია კომპანია „ფრონტერაზე“.  

როგორც სტატიაშია აღნიშული, „ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს საქართველოს ოპოზიციის გარდა, მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს.

 აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ივანიშვილზე გავლენასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა უტყუარობაში საქართველოს მთავრობის მოწინააღმდეგეებს ეჭვი არ , დაუსაბუთებელია და, როგორც წესი, უარყოფილი თბილისთან ურთიერთობებში ჩართული დიპლომატების მიერ. 

„ეს ბრალდებები, რომელთაც, საქართველოს ოპოზიციის გარდა, მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს, კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისმა შეწყვიტა კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან. 15 მაისს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის სახელზე გაგზავნილ წერილში ოთხმა სენატორმა (მათ შორის სენატორი ტედ კრუზი) მოითხოვა „ამერიკის წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილ მოწინააღმდეგეებსა და მტრებთან საქართველოს კავშირების გამოძიება, რადგან ეს კავშირები ძირს უთხრის ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნესინტერესებს“. კერძოდ, წერილის თანახმად, [საქართველოს] მთავრობას ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არასათანადო სიმკაცრით გატარებაში, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს - რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებში“ - ნათქვამია სტატიაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი