გიორგი კალანდარიშვილი: როგორც კი მოვუწოდეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მარკირების სითხის დასხმით და ფანრის დანათებით შეეძლოთ, გადამოწმება და მათ ამის დემონსტრაციისთვის მივუთითეთ, იმთავითვე ამ საკითხით მანიპულირება დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
477 27 ოქტომბერი 2024, 20:57

როგორც კი მოვუწოდეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კენჭისყრის დღეს მარკირების სითხის დასხმით და იქვე ფანრის დანათებით შეეძლოთ, გადამოწმება და მათ ამის დემონსტრაციისთვის მივუთითეთ, იმთავითვე ამ საკითხით მანიპულირება დასრულდა. აღნიშნული თავის მხრივ გვაძლევს იმ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები, - განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში ჩართვისას ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

მან განხორციელებულ საარჩევნო პროცესზე ისაუბრა და მარკირების სითხესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

„როგორც კი მოვუწოდეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათ ძალიან მარტივად, კენჭისყრის დღეს მარკირების სითხის დასხმით და იქვე ფანრის დანათებით შეეძლოთ, ამ ყველაფრის გადამოწმება და მათ ამის დემონსტრაციისთვის მივუთითეთ, იმთავითვე ამ საკითხით მანიპულირება დასრულდა, რაც თავის მხრივ გვაძლევს იმ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები. თუ ასეთ შემთხვევას სადმე ადგილი ჰქონდა, მე ასეთი დადასტურებული შემთხვევა არ მინახავს, პირდაპირ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო მიზანმიმართულად დადგმული ისეთი შემთხვევა, როდესაც ვინმემ უზრუნველყო მარკირების სითხის გადაღვრა და იქ რაიმე სითხის მოთავსება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მას შემდეგ რაც ჩვენ ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილეთ, იმთავითვე რიგი მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდა“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი