გიორგი კალანდარიშვილი: აუდიტით დადგინდა, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული შედეგები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან, ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია არჩევანის მოდიფიცირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 27 ოქტომბერი 2024, 20:58

აუდიტის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული შედეგები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან, ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მისივე თქმით, აუდიტის ჩატარება არ წარმოადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას და ეს ინსტიტუციის მაღალი ანგარიშვალდებულების სტანდარტიდან გამომდინარე განხორციელდა.

„მე ხელთ მაქვს ის ორი დოკუმენტი, რომელიც ასახავს პირველი და მეორე ფაზის შედეგებს. ჩატარდა ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ აუდიტის განხორციელება არ წარმოადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას, ეს გახლავთ ინსტიტუციის მაღალი ანგარიშვალდებულების სტანდარტიდან გამომდინარე განხორციელებული მოქმედება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ამითვე ფაქტობრივად ვუპასუხეთ ევროპულ სტანდარტებს იმის თაობაზე, რომ როდესაც ტექნოლოგიური ინტერვენცია ხორციელდება, ასევე იყოს გარკვეული ტიპის აუდიტები ჩატარებული. ამით ჩვენ დამატებით გამჭვირვალობა და საჯაროობა შევძინეთ პროცესს, რა მიზნითაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი აუდიტი. ეს აუდიტი ჩატარდა ამერიკული კომპანია „Pro V&V-ის“ მიერ, რომელსაც აშშ-ში შესაბამისი ინსტიტუტების მიერ აკრედიტაცია აქვს მინიჭებული, რომ განახორციელოს ხმის მიცემის სისტემების ტესტირება. ეს არის საარჩევნო ლაბორატორია, რომელიც არა მხოლოდ ახორციელებს ტესტირებას, მათ აქვთ შესაბამისი ანალოგიური ვენდორი კომპანიების ლიცენზირების უფლება, მათ მიერ წარმოებულ ტექნოლოგიურ საშუალებებთან მიმართებით. შესაბამისად, მათი სტატუსი მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ სარწმუნო და მნიშვნელოვანია მათ მიერ განხორციელებული აუდიტი. მათი მოწოდებული ანგარიშები დაუყოვნებლივ მიეწოდა ინგლისურ ენაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ახლა დოკუმენტები თარგმნის პროცესშია და ძალიან მალე ისინი ქართულ ენაზეც განთავსდება ცესკოს ვებ-გვერდზე, რაც ნებისმიერს მისცემს ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას. ყველაზე მთავარი, რასაც ამ დოკუმენტებიდან ვკითხულობთ, არის ის, რომ ტექნოლოგიური საშუალებები მუშაობს გამართულად, თანხვედრაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ საერთაშორისო პრაქტიკასთან. ასევე წერია, რომ აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული შედეგები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან. ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
ცესკომ დაიწყო ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ასობით ტრენერის გადამზადებას მოიცავს
არქივი