პიტერ სიიარტო: საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
418 29 ოქტომბერი 2024, 11:07

საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.

სიიარტოს მიაჩნია, რომ ევროპის 13 საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა.

„ისინი ამ დრომდე ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევა თავად ქართველი ხალხის მიერ. სამწუხაროდ, 13 საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიბერალური მეინსტრიმის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ლიბერალური პარტია იმარჯვებს.

ჩვენ უნგრეთში გარე თავდასხმის შედეგებს 14 წლის განმავლობაში ვაწყდებით. თუმცა ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მოლოდინები გამართლდეს, არამედ, რომ ხალხის ნება შესრულდეს. იგივე შეიძლება, ითქვას საქართველოს მთავრობაზეც, რომელთანაც ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია.

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!“, – წერს პიტერ სიიარტო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი