თამთა მეგრელიშვილი ანა ნაცვლიშვილის განცხადებებზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით: ავლიპი მაინც გადმოახედა, სერიოზული დახმარებაა საჭირო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
429 29 ოქტომბერი 2024, 16:08

„ანა ნაცვლიშვილი როლშია და ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე ამტკიცებს რომ 2014 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ანა ნაცვლიშვილი ისევე, როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებაზე ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ.

„ანა ნაცვლიშვილი როლშია და ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე ამტკიცებს, რომ 2014 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, თუმცა არც მას და არც სხვა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს. დღეს გავრცელდა ანა ნაცვლიშვილის საჯარო განცხადება შემდეგი შინაარსით: „კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას. ამ მასალების არ გასაჯაროება დაადასტურებს იმას, რომ სწორედ ეს არის შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას დანაშაულების შესახებ და სწორედ ეს არის ის სქემა, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება". ამ განცხადებით ოპოზიცია მოითხოვს გაყალბების არ არსებული დოკუმენტების საპასუხოდ ცესკომ შექმნას დოკუმენტური მასალა და დაამტკიცოს ოპოზიციური სპექტრის ნარატივი, რომ არჩევნები გაყალბდა. ავლიპი მაინც გადმოახედა, სერიოზული დახმარებაა საჭირო,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი