ნინო ფოჩხუა: ამდენ დაუმსახურებელ, სიცრუეზე აგებულ ბრალდებას, ცესკო დროულად და ადეკვატურად პასუხობს, საჩივარი შეაქვს პროკურატურაში პრეზიდენტის და პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
433 29 ოქტომბერი 2024, 22:34
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომელშიც გენერალურ პროკურატურას არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ფოჩხუას განცხადებით, საქართველო შემდგარი ქვეყანაა, გამართული სახელმწიფო ინსტიტუციებით, შესაბამისად, ცესკოც დროულად და ადეკვატურად პასუხობს გამოთქმულ ბრალდებებს და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.

„დიახ, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, გამართული სახელმწიფო ინსტიტუციებით. კანონი ყველასთვის კანონია, დაარღვევ, პასუხი უნდა აგო.

ამდენ დაუმსახურებელ, სიცრუეზე აგებულ ბრალდებას, ცესკო დროულად და ადეკვატურად პასუხობს, საჩივარი შეაქვს პროკურატურაში პრეზიდენტის და პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე, თავად კი გამოთქვამს მზაობას პროკურატურასთან თანამშრომლობაზე.
აი ასე, როდისმე ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყნის ჯანჯღარი“, - წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი