დავით ჩიხელიძე: სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული, შეუძლია მის ხელთ არსებული მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
448 30 ოქტომბერი 2024, 13:22

სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული, სალომეს შეუძლია მის ხელთ არსებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ან თქვას, რომ მის მიერ ცესკოს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, გარე ძალების მიერ მიცემული დავალების ნაწილია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ზურაბიშვილს მოუწევს იმის აღიარება, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ აქვს, შესაბამისად, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და დაასრულებს ცესკოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

„სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული, სალომეს შეუძლია მის ხელთ არსებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ან თქვას, რომ მის მიერ ცესკოს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, გარე ძალების მიერ მიცემული დავალების ნაწილია. სალომე ზურაბიშვილს მოუწევს აღიაროს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ აქვს! საგამოძიებო უწყება ქართველი ხალხი არ არის, რომ ისე მოატყუო და გააბითურო როგორც ამას ქართველი ხალხის შემთხვევაში აკეთებს, აქვე ერთი საინტერესო დეტალი, გახსოვთ რა თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ? სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს მას (სალომე ზურაბიშვილი) არ უთქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა, მან თქვა რომ არჩევნების შედეგები დამახინჯდა. ხედავთ როგორი კონტრასტია, დასავლელ პარტნიორებს ვერ ეუბნებიან რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან ამის მტკიცებულება არ აქვთ და იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ქვეყნის შიგნით არჩევნების გაყალბებაზე აპელირებენ, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ ქართველ ხალხზე მცდარი წარმოდგენა აქვთ და პატივს არ სცემენ, რადგან ფიქრობენ რომ მათ მოტყუებას არგუმენტის გარეშეც შეძლებენ, ეს კი მინიმუმ უპატივცემულობაა.

პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და იმედია დაასრულებს ცესკოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც აზიანებს საარჩევნო გარემოს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი