ზაალ ანჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიების დაწყებაზე: ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 30 ოქტომბერი 2024, 13:57

„ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ უწყებამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი დაიბარა.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, დიდი მხილების დრო მოდის და ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი მალე დადგება.

„ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე. დიდი მხილების დრო მოდის და იმაზე უფრო ადრე დადგება მათი პოლიტიკური, მორალური და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვიდრე მათ წარმოედგინათ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი