ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურაში კი არ ამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, პირიქით, ვინც სააკაშვილს არჩევნების გაყალბებას აბრალებდა, ჯერ აკავებდნენ, მერე ძვლებში ამტვრევდნენ წამებით, კობა დავითაშვილის ამბავიც ჰყოფნის მაგალითად, ჩემი თუ არ გჯერათ, პროკურორ გვარამიას ჰკითხეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
472 30 ოქტომბერი 2024, 15:45

ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: "წარმოიდგინეთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დონე - თქვენ მაბრალებთ დანაშაულს და თქვენ კი არ მიმართავთ პროკურატურას, მე მივმართავ, გამოიძიეთ, რამე ჩავიდინე თუ არა-თქო. მეტი პასუხისმგებლობის ხარისხი არ არსებობს".

ქადაგიძის განცხადებით, "დემენციააკიდებული ძველგაზრდების" და "ლიბერალურ ბაბლში გამომწყვდეული ახალგაზრდების" თვალსაჩინოებისთვის სურს გაიხსენოს, რომ მათი მხარდაჭერილი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარ სიმართლეს პროკურატურაში კი არ ამტკიცებდა, არამედ სააკაშვილისთვის არჩევნების გაყალბების დამბრალებლებს, ჯერ აკავებდნენ, შემდეგ აწამებდნენ და სამშობლოს ღალატშიც ადანაშაულებდნენ, რასაც აწ გარდაცვლილი კობა დავითაშვილის მაგალითიც ეყოფა საილუსტრაციოდ.

თვალსაჩინოებისათვის: 2003-2012 წლებში - ეგზისტენციალური დილემის წინაშე, მოქალაქის ვალდებულება იყო, პროკურატურისთვის საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინა, რაც სასამართლოს 0,1%-იანი გამამართლებელი სტატისტიკითაც მარტივად მტკიცდება. 2012-2024 წლებში - პროკურატურაა ვალდებული, რომ მოქალაქეს დანაშაული დაუმტკიცოს და თუნდაც ეს ფაქტი, რომ მმართველი პარტია თვითონ მიმართავს საგამოძიებო უწყებას, რა მასშტაბის დემოკრატიულ ხარისხზე მიანიშნებს, ხვდებით?! P.S. დემენციააკიდებულ ძველგაზრდებისთვის და ლიბერალურ “ბაბლში” გამომწყვდეული ახალგაზრდებისათვის - თქვენი მხარდაჭერილი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურაში კი არ ამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, პირიქით - ვინც სააკაშვილს არჩევნების გაყალბებას და უზურპატორობას აბრალებდა, ჯერ აკავებდნენ, მერე ძვლებში ამტვრევდნენ წამებით და ბოლოს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ. ცხონებული, კობა დავითაშვილის ამბავიც ჰყოფნის მაგალითად ( ჩემი თუ არ გჯერათ, პროკურორ გვარამიას ჰკითხეთ). ასე რომ - ვისაც საქართველოში ადამიანის უფლებების ხარისხი არ გაკმაყოფილებთ წადით, ვაშინგტონში კონგრესზე შტურმში მიიღეთ მონაწილეობა და დემოკრატიის ხარისხის სიტკბოებას იგრძნობთ!,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი