ჯოზეფ ბორელი - დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს - მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც ეხება გამოძიებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 30 ოქტომბერი 2024, 19:03

დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს - მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც ეხება გამოძიებას , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გამოძიება, რათა გაირკვეს რა მოხდა - რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა მან შედეგებზე.

ამავე კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც "საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, ასევე, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან".

ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას სთავაზობს ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” კანონისა და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების”კანონის გაწვევა

“საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ეს საჭიროებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებას და გარკვევას. ამ დარღვევას სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ისინი ბევრია. ზოგიერთი მათგანი ძალიან სამწუხაროა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს, პირიქით. ასე რომ, ისეთ სივრცეში ვართ, რომელიც გამოძიებას საჭიროებს, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.

ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.

ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერებისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რომლებიც არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს”, - განაცხადა ბორელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
არქივი