დავით ქართველიშვილი კალიფორნიაში რესპუბლიკელთა შტაბის ერთ-ერთ წევრთან საუბრის შემდეგ დარწმუნებულია, რომ დემოკრატები აგებენ და ამის დამალვას ცდილობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
431 04 ნოემბერი 2024, 11:08

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი თითქმის დარწმუნებულია, რომ დემოკრატები აგებენ და ამის დამალვას ცდილობენ. ამ მოსაზრებას ის რესპუბლიკელების საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელთან საუბრით ამყარებს, რომლის შინაარსსაც Facebook-ზე აქვეყნებს.

„ღამით (ამერიკული დროით დღისით) არჩევნებამდე ალბათ ბოლო საუბარი მქონდა კალიფორნიაში რესპუბლიკელთა შტაბის ერთ-ერთ წევრთან. ჩვენს დიალოგს თითქმის უცვლელად გთავაზობთ: შტატების უმეტესობაში ტრამპი უგებს ჰარისს დაახლოებით 5-11%-ით. ამ ფაქტს დემოკრატები ჩვეულებისამებრ საგულდაგულოდ მალავენ და მათი მედია-რუპორები: CNN, ABC, MSNBC, NBC - ცდილობენ ხალხს დააჯერონ, რომ კამალა ჰარისი იგებს 2-3%-ით.

დემოკრატებს კვლავ სურთ 2020 წლის გამეორება, მაგრამ ამჟამად რესპუბლიკელები უფრო მომზადებულები არიან: ათასობით ადვოკატი ყოველდღიურად სასამართლოებს აწვდის გამოვლენილი დარღვევების დიდ ნუსხას და იგებს ამ პროცესებს, რაც იმედს იძლევა, რომ საბოლოოდ ტრამპი მოიგებს. გარდა ამისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამაში თვით ჰარისის საარჩევნო შტაბიც არის დარწმუნებული, ამიტომ დემოკრატები უბრალოდ საკუთარი დონორების მიერ წინასაარჩევნოდ გამოყოფილი მილიარდზე მეტი თანხის „ხერხვით" არიან დაკავებულები.

ამ მოსაზრებას ამყარებენ უტყუარი ინდიკატორები: არანაირი წინასაარჩევნო პროგრამა ჰარისს არა აქვს არც ეკონომიკის, არც საგარეო, არც სასაზღვრო-მიგრაციულ, არც რასობრივ პოლიტიკაში და ამას რეალურად ხედავს ამომრჩეველი. იმ ტრადიციულად „მერყევ“ 7 შტატშიც კი, სადაც ჰარისს ჰაერივით სჭირდება თუნდაც ხუთში გამარჯვება, ტრამპი უგებს მას 1-4%-ით. ამომრჩეველი პირდაპირ იძახის, რომ ტრამპი თავისი რეალური დაპირებებით უპირისპირდება ჰარისის საპნის ბუშტებს, ამიტომ ყველაზე „რთულ“ პენსილვანიაშიც კი, ერთი პროცენტით ტრამპი უსწრებს თავის კონკურენტს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი