ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე: სავარაუდოა, რომ დაემორჩილნენ პარტიის დირექტივებს და თავიანთი ხმებით გახარიას და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 15 ნოემბერი 2024, 15:28

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ გავრცელებულ მოსაზრებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარა.

ანჯაფარიძე 2020 და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგებს ადარებს ერთმანეთს და ხაზს უსვამს „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალურ ვარდნას.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი, დაემორჩილა პარტიის დირექტივებს და თავიანთი ხმებით გახარიას და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ.

„გადასცა თუ არა ნაცმოძრაობამ საკუთარი ამომრჩევლის ხმების ნაწილი მათ სატელიტებს - ხაზარაძის და გახარიას პარტიებს? შევეცადოთ მშრალი ციფრებით და ფაქტოლოგიით გავერკვეთ, მოხდა ეს თუ არა.
ცოტა ხნით დავუბრუნდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც მხოლოდ ნაცმოძმა 27.18% მიიღო. ხოლო ნაცმოძიდან გამოყოფილმა პარტიებმა ევროპულმა საქართველომ -3,79%, ჭიჭე ვაშაძის პარტიამ-3,15%, ხოლო ჯერ კიდევ ერთიანმა „გირჩმა“ -2,89%

მოვიდა 2024 წლის არჩევნები და ზემოთ ხსენებული პარტიები, თავიანთი ელექტორატით, გადანაწილდნენ ორიგინალ ნაცმოძრაობასა და მისი ასლის „კოალიცია ცვლილებებისათვის“ შორის. შესაბამისად, თეორიულად ორივე სუბიექტის ელექტორალური რესურსი ჯამურად უნდა ყოფილიყო დაახლოებით 37%.

სინამდვილეში! „ნაცმოძი-1“-მა მიიღო 10.17%, ხოლო „ნაცმოძი-2-მა“ 11.03% - სულ 21,2%(!!). ანუ სახეზეა დრამატული ელექტორალური ვარდნა ბოლო 12 წლის მანძილზე.

ისმის კითხვა: მართლაც ასეა საქმე? სად წავიდა კოლექტიური ნაცმოძის დანარჩენი ელექტორალური რესურსი? არ მივიდა არჩევნებზე? ნაკლებად სავარაუდოა მათი ელექტორალური ქცევიდან გამომდინარე.

უფრო სავარაუდოა, რომ როგორც საკმაოდ დისციპლინირებული ამომრჩეველი, დაემორჩილნენ პარტიის დირექტივებს, რომ „ეხლა ასეა საჭირო“ და თავიანთი ხმებით გახარიას და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ. როგორც ზემოთ მოყვანილი კალკულაცია გვიჩვენებს, საამისოდ ნაცმოძს საკმარისად ჰქონდა ხმების რესურსი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი