დავით ქართველიშვილი პროფესორ-მასწავლებლებზე: მათ მონურ, მარიონეტულ ლაქიაობას - ცნება ქართველი ან ქართველობა, ვამპირისთვის ვერცხლის ტყვიის ტოლფასია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 16 ნოემბერი 2024, 14:20

„როდესაც ვიღაც "პროფესორი" გენდერფემინა საქართველოს ქუჩებში არარსებულ "სობაკებს" ებრძვის, ან მისი გამოზრდილი ბაკალავრები დედანაგინებ პოლიციელებს "მილიციონერებს" ეძახიან - ცნობისმოყვარეობით ინტერესი გიბიძგებს ბოლომდე გაჰყვე ამ ფსიქიატრიას: ფსკერზე ჯერ არ დაშვებულან თუ უკვე ქვემოდან აკაკუნებენ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც იმ პროფესორ-მასწავლებლების ქცევას ეხმიანება, რომლებიც სტუდენტებს აქციებისკენ მოუწოდებენ.

მისივე თქმით, ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში წმინდა ქრისტიანული თვალთახედვით სრული კოშმარია.

„შეიძლება ანთროპოლოგისთვის ან პრაქტიკოსი ფსიქოლოგისთვის საინტერესო კვლევით-შემეცნებითი სანახაობა იყოს ის სრული მარაზმი, რაც ლოკალურად ხდება დღეს საქართველოს ამა თუ იმ ფსევდოლიბერალურ "ცხელ წერტილზე" - მაგრამ ესთეტიკური თვალსაზრისით, ან წმინდა ქრისტიანული თვალთახედვით ეს არის სრული კოშმარი.

როდესაც ვიღაც "პროფესორი" გენდერფემინა საქართველოს ქუჩებში არარსებულ "სობაკებს" ებრძვის, ან მისი გამოზრდილი ბაკალავრები დედანაგინებ პოლიციელებს "მილიციონერებს" ეძახიან - ცნობისმოყვარეობით ინტერესი გიბიძგებს ბოლომდე გაჰყვე ამ ფსიქიატრიას: ფსკერზე ჯერ არ დაშვებულან თუ უკვე ქვემოდან აკაკუნებენ.

თან რომ გესმის მათი კბილთა ღრჭენა და ვერ გამბედაობა - ტრამპსაც "ობკომის მდივანი" დაუძახონ და მისი გამარჯვებაც გააპროტესტონ. მათი ავადმყოფური "ლოგიკით" ამერიკელი "დოგებიც" ხომ დღეს "სობაკებმა" და "სუკებმა" ჩაანაცვლეს.

მაგრამ განსულიერებულ სხეულში დაბუდებული სიმხდალე ტრამპის "გასაბჭოების" ხმამაღლა აღიარების "სიმამაცეს" ვერ იძლევა. ბინძურ სამზარეულოში ღამით მოულოდნელად დანთებულმა სინათლემ ტარაკნების ქაოსურ და ტრაგიკულ ტრაფიკს რომ იწვევს - ამას წააგავს ჩვენი გენმოდიფიცირებულების კონვულსიები, რაც თბილისის და ვაშინგტონის არჩევნებმა გამოიწვიეს მათში.

მათ მონურ, მარიონეტულ ლაქიაობას - ცნება ქართველი ან ქართველობა, ვამპირისთვის ვერცხლის ტყვიის ტოლფასია. დადიან მათთვის გაუგებარ და უცხო სამშობლოში და არარსებულ "სობაკებს" ეძებენ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი