ნიკა მელია - ცივა - მერე რა?! გაწვიმდება - მერე რა?! ქუჩები გადაიკეტება, გასაგებია, უმჯობესია, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 18 ნოემბერი 2024, 10:39

ცივა – მერე რა?! გაწვიმდება – მერე რა?! აცივდება – მერე რა?! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება – გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია, ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს.

ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთდნენ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტს.

„ძალა მრავალფეროვნებაშია, ეს დღესაც დადასტურდა. ძალა განსხვავებულთა ერთობაშია, ძალა იმ ბრაზშია, რომლითაც გავბრაზდით. ძალა იმ მოტივაციაშია, ბრაზი რომ გადავაქციეთ მოტივაციად. ძალა იმ გადაწყვეტილებაშია, რომელშიც დღეს კიდევ უფრო მეტად გავმყარდით ყველანი ერთად, განსხვავებული ხალხი, რომლებიც ერთი საერთო მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებულნი. ძალა იმ შეთანხმებაშია, რომელზეც შევთანხმდით, იმ მომავალ საქართველოზეა, სადაც მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები უნდა ვწყვეტდეთ, როგორ საქართველოში გვსურს ცხოვრება. დღევანდელი დღე, არაორდინალური საპროტესტო შეკრება, გვჯერა, რომ იქნება ერთ-ერთი ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობის, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით, ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, ვიდრე არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა და ნებისმიერი გამზირი, განსაკუთრებით თბილისში, არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ჩვენს ხელთ. ეს პროცესი აღარ შეჩერდება. დასრულდება გამარჯვებით, რადგან ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ისე აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა – მერე რა?! გაწვიმდება? – მერე რა?! აცივდება? – მერე რა?! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება? – გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია, ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში.

მეგობრებო, გელოდებით ყველას აქ, ამ ლოკაციაზე, თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ ადგილას, საიდანაც ეს პროტესტი გაიშლება თბილისის სხვადასხვა ადგილში. ეს გარდაუვალია. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა, ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი