ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
723 18 ნოემბერი 2024, 19:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის ფინანსური ინსტიტუტების დირექტორს გიორგი ორლოვს შეხვდა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების საკითხების განხილვას დაეთმო.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს სებ-ის მიერ ბოლო წლებში საბანკო ზედამხედველობის ჩარჩოს გასაძლიერებლად გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ბაზელი III-ის სტანდარტებსა და ევროდირექტივებთან.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი მიესალმება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

„დიდად ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (IFI) და EBRD-თან პარტნიორობას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მხარდაჭერაში, ასევე მისი ფინანსური სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

BRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.

დღეისათვის EBRD-ის საქართველოში 5.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს, რითაც ქვეყანაში 301 პროექტს აფინანსებს. EBRD-ის არსებული აქტიური პორტფელი 79 პროექტს მოიცავს, საერთო ჯამში 1.2 მილიარდი ევროს ღირებულებით. მიმდინარე პორტფელის 32%-ი საფინანსო ინსტიტუტებზეა გამოყოფილი

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი