ნინო წილოსანი: „იმედს“ რომ 7 ნოემბერს უსურვებენ, ნაცების საავტორო დარბევის თვეს, ნოემბერს რომ გვილოცავენ, ამ სახედაკარგული ორკების ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის!!! ჩემი მხარდაჭერა „იმედს“ და მეგი ნარსავიძეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 19 ნოემბერი 2024, 22:44
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედს“ და მის რეპორტიორს მეგი ნარსავიძეს, რომელიც მის ოპერატორთან ერთად რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფის და თავდასხმის მსხვერპლი გახდა, სოლიდარობას უცხადებს.

„ამდენი ინდოქტრინირებული აქტივისტი ერთად უმძიმესი სანახავია...

იმედს რომ 7 ნოემბერს უსურვებენ

ნაცების საავტორო დარბევის თვეს, ნოემბერს, რომ გვილოცავენ

უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ჩარჩოებიანი ფოტოებით საქართველოს სიყვარულზე რომ გვეფიცებიან

რუსეთიდან ნაკვები ლიაკა ხოშტარიას დაძახებულზე საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რომ აპროტესტებენ

საქართველოს წინააღმდეგ “დანოსს დანოსზე” რომ აგზავნიან

განსხვავებული აზრისთვის ჟურნალისტების , პოლიტიკოსების , უბრალოდ ადამიანების ბულინგი რომ სიამოვნებას ანიჭებთ
ნაცების დაბრუნებისთვის ღამეებს რომ ათევენ...

ამ ბოროტმოქმედი, სახედაკარგული ორკების ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის !!!
ჩემი მხარდაჭერა TV Imedi და Megi Narsavidze”, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი