ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 20 ნოემბერი 2024, 14:18
ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში. ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“ თურმე, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას პატივს სცემენ, ყველას საერთო მიზანი უნდა იყოს არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ გონიერი მოქმედებებით, პათეტიკური სადღეგრძელოების, მხოლოდ კამერებისთვის ჟივილ-ხივილისა და სხვების ლანძღვის გარეშე.

„ამ თემაზე არაფერს დავწერდი, კამპანიური სახე რომ არ მიეღო ამ ფარისევლობას, თურმე ეძებენ ჩვენს გუნდს და ვერ პოულობენ პროტესტში.

ახლა კარგად დამიგდეთ ყური:

ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების (მოპარული არჩევანის დაბრუნებაც ნამდვილად ერთ-ერთია) და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე…

ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“ თურმე, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს…

26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში“ ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

აი, გუშინ, მაგალითად, ჩვენი გუნდი დილის 11:00 სთ-დან გვიან ღამემდე სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ცესკო-ს წინააღმდეგ შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობდა (სტრასბურგისთვის გვჭირდება, თორემ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს მე ნუ მასწავლით). ამის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან მართავდა შეხვედრებს და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ 24-საათიან პროტესტშია ჩართული ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში – უნივერსიტეტთან, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს…

ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას ვცემთ პატივს, საერთო მიზანი უნდა გვქონდეს ყველას: არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ პათეტიკური სადღეგრძელოების, მხოლოდ კამერებისთვის ჟივილ-ხივილის და სხვების ლანძღვის გარეშე, გონიერი მოქმედებებით.

ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს მინდა, მივმართო: იმედებს არასდროს გაგიცრუებთ, თქვენი ხმა გვაძლიერებს.

ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის“, – წერს ბერდია სიჭინავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი