ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 20 ნოემბერი 2024, 23:47
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ქართული ოპოზიციური პარტიების ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება.

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ აქამდე არსებობდა დოკუმენტი, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა, გაჩნდა ახალი დოკუმენტი, სადაც ოპოზიცია ევროკავშირს საქართველოს დასჯისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში ოფიციალურად მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომლის პოლიტიკური ლიკვიდაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! აქამდე მხოლოდ ერთი ოფიციალური დოკუმენტი - რეზოლუცია 1633 არსებობდა, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა. ახლა კი სამშობლოს ღალატის მეორე ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, რომ საქართველო დაისაჯოს, საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს, ფინანსური დახმარება შეუწყდეს და ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს, საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად. იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ, „ქართული ოცნება“ აირჩია და სწორედ ამიტომ უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ ქართველი ხალხი!

P.S. მოკლედ, ახალი პარლამენტის რეჟიმში, ნაციონალური მოძრაობის ნიურნბერგის პროცესს, ახალი გარემოებები და ახალი გმირები უნდა დაემატოს, სხვა ხსნა და გზა არ არსებობს, ამ დეკლარირებული ჯაშუშების ხელში, საქართველო სულ მუდამ პოლიტიკური ტურბულენტობის მოლოდინში იქნება! ისტორიამ უნდა დააფასოს, თანამედროვე „ბოლშევიკები“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი