ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 22 ნოემბერი 2024, 12:51

უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 24 ნოემბერს გასამართ ქალების მარშს ეხმიანება.

როგორც კოჭლოშვილი აღნიშნავს, ცხადია, რომ პატარაიას ლიდერობით გასამართი მარში თავიდანვე განწირულია, თუმცა, ამ ფაქტმა გამოაჩინა, თუ რამდენად წაშლილია ზღვარი ოპოზიციასა და ე.წ. მდიდარ ენჯეოებს შორის.

„24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარში გაიმართება, რომელსაც ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში.

ოპოზიცია იმდენად განადგურებულია და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არა თუ მხარს უჭერს, არამედ მოქალაქეებს მათ მიმართ უკიდურესად ნეგატიური განწყობა აქვთ.

უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით.

ყველასთვის ცხადია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ახალი ლიდერის, მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით ოპოზიციის მარში თავიდანვე განწირულია.

კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რამდენად წაშლილია ზღვარი ოპოზიციასა და მდიდარ ენჯეოებს შორის“, - წერს ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი