როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 24 ნოემბერი 2024, 11:08
სენატორმა ლინდსი გრემმა ცოტა ხნის წინ Fox News-ში განაცხადა, რომ უკრაინა მდიდარი ქვეყანაა და აშშ დაიბრუნებს უკრაინის შეიარაღებისთვის დახარჯულ ფულს და გამდიდრდება უკრაინაში არსებული იშვიათი მეტალების საბადოებით, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია, მაღალი იდეალები კი საზარბაზნე ხორცის გასაბითურებლადაა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლინდსი გრემი უკრაინაში არსებულ ბუნებრივ წიაღისეულზე "დარდობს". რამდენიმე თვის წინ გრემმა განაცხადა: „უკრაინაში 10-დან 12 ტრილიონ დოლარამდე ღირებულების მნიშვნელოვანი მინერალია. უკრაინა შესაძლოა იყოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში. არ მინდა ეს ფული და ეს ქონება პუტინს მივცე“.

უკრაინაში არსებული 10-12 ტრილიონი დოლარის ღირებულების საბადოები ზელენსკიმ დასავლეთს იარაღის ასანაზღაურებლად შესთავაზა. როგორც ჩანს, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია, მაღალი იდეალები კი საზარბაზნე ხორცის გასაბითურებლადაა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი