ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი აქტივისტის განცხადებაზე: თითოეული მათგანი გამოკრავს ხელს სასხლეტს დაუფიქრებლად და გაგვიხვრეტს შუბლს, ოდესმე ძალაუფლებასთან რომ მივუშვათ, საზოგადოება უნდა გაიწმინდოს მსგავსი ქილერებისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
474 26 ნოემბერი 2024, 12:20

სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი - აი ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციონერი აქტივისტის, ეკა ელოშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს. კერძოდ, ელოშვილმა დაწერა: „თუ როდის და როგორ დავაგორებ რატი იონათამიშვილს ვარაზის ხევზე, ამის შესახებ გეგმას გეტყვით ხვალ. ან შაბათს. არა, იმის იქეთ ხუთშაბათს."

ქადაგიძის თქმით, ყველა ოპოზიციონერი აქტივისტი ერთ თარგზეა მოჭრილი და თითოეული დაუფიქრებლად გამოკრავს სასხლეტს ხელს, ოდესმე ძალაუფლება თუ ჩაიგდო ხელში.

„სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი - აი ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე. სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ერთ თარგზე მოჭრილი ნაძირალაა, ყველა უსამშობლო მანქურთია. თითოეული მათგანი გამოკრავს ხელს სასხლეტს დაუფიქრებლად და გაგვიხვრიტავს შუბლს, ოდესმე ძალაუფლებასთან რომ მივუშვათ. ვინმე ფიქრობს რომ რამე ბრძოლა დასრულდა? არა, არათუ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება. საზოგადოება უნდა გაიწმინდოს მსგავსი ქილერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს თუ გადავრჩით, ხვალ ვეღარ გადავრჩებით!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი