ზურაბ ქადაგიძე: ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს. როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 27 ნოემბერი 2024, 12:00

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას.

ქადაგიძის განცხადებით, წლებია ზურგი-ზურგ ერთ დიდ საქმეს ემსახურებოდნენ და ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით, პატრიოტობითა და ქართული საქმის კეთების სურვილით ავსებდა მიხეილ ყაველაშვილი ყველა თანამოაზრესა და გულშემატკივარს.

„ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს.
როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია!
წლებია ზურგი-ზურგ ერთ დიდ საქმეს ვემსახურებით და ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით, პატრიოტობითა და ქართული საქმის კეთების სურვილით ავსებდა ყველა თანამოაზრესა და გულშემატკივარს!
ვულოცავ პირადად მას, ამ დიდ პასუხისმგებლობასა და გამოწვევას, როგორც ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, ხოლო სრულიად საქართველოს, ნაღდი კაცისა და ეროვნული შეგნების მქონე პრეზიდენტის ყოლას!
წარმატებები ამ დიდ, რთულ და ეროვნულ საქმეში!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი