დავით ჩიხელიძე: უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცეს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 29 ნოემბერი 2024, 12:38

უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცეს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა, როცა განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველო კვლავ დასავლური ღირებულებების ერთგულია და სრულად ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცეს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა, როცა განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ევროკავშირისგან განსხვავებით საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება, ჩვენ არათუ ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს არამედ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის, სრულად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს და ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. დასავლეთის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად 2030 წელს მზად იქნება, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკა აირჩია, ჩვენ არ ვაპირეთ წინ აღმართულ კედელთან შეჯახებას, რომლის შედეგი მხოლოდ თვით დაზიანება იქნებოდა“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი