გიორგი გამსახურდია აქციის მონაწილეებს: პოლიციელზე ხელის აწევის შემთხვევაში, შსს აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, კანონის მთელი სიმკაცრით იმოქმედოს - ცეცხლს ნუ ეთამაშებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 30 ნოემბერი 2024, 00:31

გიორგი გამსახურდია პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„პოლიციელზე ხელის აწევის შემთხვევაში, შსს აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, კანონის მთელი სიმკაცრით იმოქმედოს და არსებული მანდატის ფარგლებში, დაამყაროს წესრიგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახსოვდეთ და ცეცხლს ნუ ეთამაშებით, მაიდანი არ გაგივათ!“, - წერს გიორგი გამსახურდია.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო გზა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი