თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ტელევიზიები უკვე სატელევიზიო ეთერით ასწავლიან ახალგაზრდებს რევოლუციის სტრატეგიას. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება სატელევიზიო წვრთნები სახელმწიფო გადატრიალებისთვის?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
361 30 ნოემბერი 2024, 12:38

„საქართველო ხომ საცდელი ბაზაა ლიბერალებისთვის, აქ ყველაფერი მოსულა, მათ შორის ღიად დაანონსებული რევოლუციები და სატელევიზიო ტრენინგები ახალგაზრდებისთვის,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები სახელმწიფოს დაიცავენ იმ კოშმარისგან, რაშიც უცხოური ფულით გაზრდილი თაობა გვაცხოვრებს.

„გაოგნებული ვარ მართლაც ასეთი “დემოკრატიით”. ოპოზიციური ტელევიზიები დილიდან წვრთნიან ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერით, როგორ უნდა შეიმუშაონ რევოლუციური სტრატეგია, ვინ სად უნდა დადგეს აქციაზე, ვინ უნდა შეეჯახოს პოლიციას, რა უნდა ესროლონ და ა.შ. გაოგნებულია მოსახლეობა, რა ხდება ქვეყანაში? რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ სატელევიზიო წვრთნები სახელმწიფო გადატრიალებისთვის? საქართველო ხომ საცდელი ბაზაა ლიბერალებისთვის, აქ ყველაფერი მოსულა, მათ შორის ღიად დაანონსებული რევოლუციები და სატელევიზიო ტრენინგები ახალგაზრდებისთვის. იმედია, ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები გამოიყვანენ ხალხს ამ შოკიდან და სახელმწიფოს დაიცავენ იმ კოშმარისგან, რაშიც უცხოური ფულით გაზრდილი თაობა გვაცხოვრებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი