ალექსანდრე დალაქიშვილი: რადიკალ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქართული ღირებულებების გათელვით ცდილობენ გაგვხადონ ინსტრუმენტები დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, სადაც პატარა ქვეყნების ინტერესი მეორე ხარისხოვანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
453 30 ნოემბერი 2024, 16:59

დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. “ოპოზიცია”, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგომი ქართული პოლიციის (მათი ოჯახის - დედის, დის, მეუღლის და შვილების) შეურაცხყოფის და გინების ხარჯზე - პროვოცირებით ცდილობენ მიიღონ ემოციური სურათი, რითაც ჩვენი საზოგადოების სენსიტიურ ქართულ, ღირსეულ ბუნებაზე იმოქმედონ. მათი სცენარი კიდევ უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ქვეყანა არის რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შესაბამისად, საზოგადოებამ ღირსეულად უნდა გაიაროს ეს რთული გზა, რომლითაც მივისწრაფვით იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისკენ, რაც „ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციაში ჩაწერა.

ამასთან, დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ევროპელი რადიკალი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ჩაითრიონ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებაში და საქართველო მათ ინსტრუმენტად გადააქციონ.

„დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. „ოპოზიცია”, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგომი ქართული პოლიციის (მათი ოჯახის - დედის, დის, მეუღლის და შვილების) შეურაცხყოფის და გინების ხარჯზე - პროვოცირებით ცდილობენ მიიღონ ემოციური სურათი, რითაც ჩვენი საზოგადოების სენსიტიურ ქართულ, ღირსეულ ბუნებაზე იმოქმედონ. მათი სცენარი კიდევ უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს. ქვეყანა არის რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ღირსეულად უნდა გავიაროთ ეს რთული გზა, რომლითაც ჩვენ მივისწრაფვით იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისკენ, რაც ჩვენს კონსტიტუციაში ჩავწერეთ!!! და არა ის გზა, რასაც დროებითი რადიკალ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი გვთავაზობს - ქართული ღირებულებების გათელვით, უღმერთობით, შანტაჟით და მოსახლეობაში შუღლის გაღვივებით ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ჩვენი ქვეყანა და გაგვხადონ ინსტრუმენტები დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, სადაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ინტერესი ყოველთვის მეორე ხარისხოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერი საზოგადოება სწორად შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს გზა - მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. #რუსეთიოკუპანტია " - წერს ალექსანდრე დალაქიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი