აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, მუდმივად გვამადლიან, რომ რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული, რომლის ნაწილი სესხის სახით არის მოცემული, ნაწილით კი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები ჰყავთ დაფინანსებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
417 02 დეკემბერი 2024, 11:52
აშშ-ის განცხადებამ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, აშშ-ს იმპერიალისტური ზრახვების ლუსტრაცია მოახდინა. სიმართლეს  თვალი გავუსწოროთ, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, სავაჭრო ურთიერთობა გვქონდა? უვიზო მიმოსვლა თუ პირდაპირი ფრენები? ან იქნებ ოდესმე სახელმწიფო ვალი ჩამოგვაწერა? არცერთი არ გაუკეთებია,  -  ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, რევოლუციის ხელშეწყობა თუ სტრატეგიული პარტნიორობაა,  მაშინ, საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობა უნდა გადაუხადოს  სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გამო. ექსპერტი მიიჩნევს, რომ  ამ განცხადებით შტატებმა ნამდვილი სახე გამოაჩინა, ვინაიდან მათ არა დამოუკიდებელი პარტნიორი, არამედ ვასალი სჭირდება.

"აშშ-ის განცხადებამ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, აშშ-ს იმპერიალისტური ზრახვების ლუსტრაცია მოახდინა. სიმართლეს  თვალი გავუსწოროთ, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, სავაჭრო ურთიერთობა გვქონდა? უვიზო მიმოსვლა თუ პირდაპირი ფრენები? ან იქნებ ოდესმე სახელმწიფო ვალი ჩამოგვაწერა? არცერთი არ გაუკეთებია. ბოლო წლებში მუდმივად გვამადლიან, რომ საქართველოში რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული, რომლის ნაწილი სესხის სახით არის მოცემული, ნაწილით კი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები ჰყავთ დაფინანსებული. 
რევოლუციის ხელშეწყობა თუ სტრატეგიული პარტნიორობაა,  მაშინ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის,  თქვენი საცეცებისგან თავისუფლები მშვიდად დავიძინებთ... ან იქნებ ის არის სტრატეგიული პარტნიორობა, როცა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსამართლეს იბარებს და ახსნა განმარტებას სთხოვს....  
აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი  ჯერ მაკულატურად აქცია, შემდეგ კი დროებით შეაჩერა, რაც არა საქართველოს, არამედ მათი ახირებით მოხდა, აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებით ნამდვილი სახე გამოაჩინა, მათ არა დამოუკიდებელი პარტნიორი, არამედ ვასალი სჭირდება," -  წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი