დავით ქართველიშვილი აქციის მონაწილეების შესახებ სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე: ესენი ბავშვს კი მოკლავენ, "ბაზარი" არაა, მაგრამ ეს ხომ სპეცრაზმის ხელით უნდა მოხდეს, კამერების წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
339 03 დეკემბერი 2024, 10:58

არტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალების აქციიდან გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ისმის თუ როგორ გეგმავენ აქციის მონაწილეები პროცესების გაგრძელებას.

„"ტრუპის" გარეშე - ევროპა ხელიდან ეცლებათ. ტრუპის გარეშე ხომ მხოლოდ "ჩელიაბინსკია".“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რადიკალების გეგმების მიხედვით თუ არ იქნება მსხვერპლი აქციაზე ხალხი აღარ გამოვა.

„ესეც "ტრუპი გვინდა" - წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ "მშვიდობიან მიტინგზე" აღარ მოვა. შიგ ევროპაში ტრუპის გარეშე მოხვედრა ხომ შეუძლებელია? საწევრო ზვარაკია გადასახდელი. რიტუალური მსხვერპლშეწირვა. აი, ოთხი წლის წინ რომ იყო "კასტინგი" და ფეხმძიმე ქალის კანდიდატურაზე რომ შეჯერდნენ. მაგრამ, ფეხმძიმე ქალის მოყვანაც ჭირს უკვე როგორც ჩანს - ბავშვებიც ამიტომ დაჰყავთ. მაგრამ აქაც ხომ პრობლემაა? ესენი ბავშვს კი მოკლავენ, "ბაზარი" არაა, მაგრამ ეს ხომ სპეცრაზმელის ხელით უნდა მოხდეს, კამერების წინ. მოკლედ სერიოზული დასაფიქრებელია. მაგრამ "ტრუპის" გარეშე - ევროპა ხელიდან ეცლებათ. ტრუპის გარეშე ხომ მხოლოდ "ჩელიაბინსკია". მთელი საქართველო მათ ამ ვირტუალურ "რეალითი შოუში" ტრუპის მოლოდინშია პირდაპირ ეთერში. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შიგ-ევროპული მენტალობა მზადაა. ორი "დეტალიღა" დარჩა - მსხვერპლის შერჩევა და "მკვლელ-სახელმწიფოზე" მორგებული დრამატურგიის აწყობა. ჯალათის პრობლემა - არაა. ერთი ტრუპი, მხოლოდ ერთი - და გავდივართ. წინ - ბრიუსელი გველოდება...“-წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი