თამთა მეგრელიშვილი: „ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა!“ - ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც! პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, „თავებს“ ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 03 დეკემბერი 2024, 11:35
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება. 

„მათ საგანგებო გადამზადებისას რევოლუციის მოწყობის თეორიული ნაწილი კარგად აითვისეს, პრაქტიკულ ნაწილში კი ნაკლი აქვთ, მსხვერპლზე ვერ ჩამოყალიბდნენ - ორსული ქალი, მოხუცი თუ ბავშვი?! ასევე ამ საქმის შემსრულებელი საზოგადოებაში დიდი მუხტისთვის სპეცრაზმელი უნდა იყოს!

რთული საჭიროებაა, მაგრამ მათ საქმეს ასე სჭირდება, საჭიროა რაღაც დიდი...

ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

სახელმწიფო იცავს მშვიდობას! მეორე მხარეს უნდა ომი! სახელმწიფო იცავს უსაფრთხოებას! მეორე მხარეს უნდა მსხვერპლი!

დროული რეაგირებით უნდა აღიკვეთოს დესტრუქციულთა მიზანი მათ მზაკვრულ მიზნებს ევროპელობის მოთხოვნით შესწირონ მსხვერპლი!“, - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ის ბრიფინგში, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება: ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის
ილონ მასკი: ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა
ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში
არქივი