თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ძალოვნებზე გაკეთებულ განცხადებაზე: მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარასკევიღა დარჩა, ცდილობს დარჩენილი დროც ქართული სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისკენ მიმართოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 03 დეკემბერი 2024, 11:43

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დასაკნინებლად! ის ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალოვნებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებენ და მხოლოდ ამიტომ იცავენ ისინი ასე თავგამოდებით წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას! ანუ სახელმწიფოს იცავს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძალოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა! ამ შინაარს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის უახლოესი ისტორიის შავი ლაქა, რომელსაც საშუალება რომ მისცემოდა ზუსტად ისე იმოქმედებდა როგორც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა.

„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დასაკნინებლად!

ის ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალოვნებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებენ და მხოლოდ ამიტომ იცავენ ისინი ასე თავგამოდებით წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას!

ანუ სახელმწიფოს იცავს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძალოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა! ამ შინაარს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეს ქალი არის უახლოესი ისტორიის შავი ლაქა, რომელსაც საშუალება რომ მისცემოდა ზუსტად ისე იმოქმედებდა როგორც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა. მან ყველაფერი გააკეთა რისი საშუალებაც მას მისი ლეგიტიმაციის ფარგლებში მიეცა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარასკევიღა დარჩა ცდილობს დარჩენილი დროც ქართული სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისკენ მიმართოს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი